ნუკრი ქანთარია ლუკა სირაძის საქმეზე: გამოსავალი, ალბათ, მაინც რწმენის გაძლიერებაშია

ამის შესახებ “ქართულული ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია აღნიშნავს.

„მოზარდის თვალით დანახული ცხოვრება ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული სიმკაცრით და ტრაგიზმით არის სავსე, განსხვავებული აღქმით და ტკივილებით გამოირჩევა. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ტრაგედიის მოწმე და მონაწილენი გავხდით. 15 წლის ბიჭმა, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, სიცოცხლეს სიკვდილი არჩია.

რატომ?!.

რატომ ვერ დაინახა მოზარდმა გამოსავალი?

რატომ ვერავინ დაანახა გზა ხსნისა?

რატომ გაუჩნდა სურვილი ყოფილ სკოლაში ფარულად საპროტესტო ტექსტების დაწერის?

რატომ მოიქცა სკოლა ასე ხისტად და პოლიციას რატომ გადაულოცა?

და რაც მთავარია: რატომ ვერ დაინახა გამომძიებელმა განსხვავება მოზარდში კრიმინალურ მენტალიტეტსა და სულიერ ტკივილებს შორის, ეს ხომ მისი მოვალეობაცაა? სკოლამაც ხომ მხოლოდ დანაშაულის ნიშნები შენიშნა ამ ქმედებაში და არა მისი გამომწვევი მიზეზები.

რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე პირი, რომლის ქმედებამ თუ უმოქმედობამ ბავშვი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, დაისჯება, მაგრამ პრობლემა უფრო ღრმაა.

ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, მთელს საზოგადოებას ამ უმძიმეს ტრაგედიას. გამოსავალი, ალბათ, მაინც რწმენის გაძლიერებაშია.

ამავე დროს, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ სულისშემძვრელი ტრაგედიიდან პოლიტიკური სარგებლის მიღება, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია.“ – წერს ქანთარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად