ნუკრი ქანთარია: გვახსოვს, როცა პოპულარული პოლიტიკოსები პარლამენტში არ შევიდნენ და მალე პოლიტიკიდან სრულიად გაქრნენ

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომი პოლიტიკური მოვლენების შესაძლო განვითარების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები “აიპრესთან” საუბრისას გამოთქვა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი (ალექსნადრე ქანთარიამ) რომელიც 2020 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი აღარ იქნება:

– მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონის პარალელურად, სულ უფრო იძაბება ვითარება პოლიტიკურ ფლანგზეც. როგორ ფიქრობთ,  რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე?

–სამწუხაროდ, ისეთი პირი უჩანს, რომ ვირუსი თავს კარგა ხანს არ დაგვანებებს და კიდევ ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეს შეიწირავს. ჩვენი საამაყო მედპერსონალის ძალისხმევაც ამოუწურავი არ არის, ამიტომ ყოველ ჩვენგანს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს როგორც ჩვენი, ისე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამ განსაცდელის ფონზე სრულიად ამაზრზენი და ქვეყნის ღალატის ტოლფასია ნაც. ბანდის და მათი შინაყმა პარტიების მცდელობები სიტუაციის ასარევად და დესტაბილიზაციის შესაქმნელად. თუმცა, მათგან ასეთი ქმედებები არც ახალია და არც გასაკვირი. ამ მავნე პოლიტიკურ წარმონაქმნს მუდმივად რევოლუციისკენ და გადატრიალებისკენ უჭირავს თვალი. თუმცა,.ეს მცდელობაც ისევე ფუჭი იქნება, როგორც წინა მცდელობები, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჟამად სერიოზულად დააზიანებს როგორ თავის მხარდამჭერების, ისე სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობას და მათი აურზაური ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.

– პროცესების რევოლუციური განვითარებისთვის სხვა ბარიერგადალახული პარტიები რამდენად მზად არიან?ან რამდენად რეალურია “ნაციონალური მოძრაობის” რესურსი, რომლის შესახებაც საუბრობს “ქართული ოცნების” ლიდერშიფი?

–გასაკვირია ზოგიერთი იმ პარტიების გადაწყვეტილება, რომლებიც ცდილობდნენ ნაცბანდასთან არ ასოცირებულიყვნენ, მოახერხეს ბარიერის გადალახვა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის ხმებიც დაიმსახურეს, ახლა კი უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე და ნაცების დაკრულზე ცეკვავენ. ნუთუ, მართლა ჰგონიათ, რომ საქართველო მოტყუებულია და არჩევნები გაყალბდა, რომ მეტ ხმებს იმსახურებდნენ. თუ ფიქრობენ, არიქა, მგონი, წყალი იმღვრევა და იქნებ მეტს გამოვკრათო ხელი. მართლა სჯერათ, რომ დღეს საზოგადოებას რევოლუციის ხალისი აქვს და ეს განწყობაა?.ან სახელმწიფო ამას დაუშვებს?!.  მაგრამ, ვთქვათ, ახდა ნაცბანდის სიზმრები და მოხდა რევოლუცია. ეს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს?.ან თავად სად იქნებიან?.ნაცბანდა რაიმეს მიაკარებს, თუ ისე გადაყლაპავს, რომ მათგან კვალიც აღარ დარჩება. ამიტომ, თავს ნუ იწვალებენ.

– ანუ მიგაჩნიათ,  რომ პარტიებს, რომლებიც დღეს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, საიმისო რესურსი არ აქვთ, რომ ვითარება სასურველი სცენარით განავითარონ?

–მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ჰყავდა.და მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, შედეგის და „ოცნების“ გამარჯვების გადახედვას, საფუძველი არ აქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც ამაზე მეტყველებს. ამიტომ, აზრებს თავი მოუყარონ. ნუ აყვებიან ნაცების ბოდვებს. გამოიყენონ ის შანსი, რაც ხალხმა მისცა და რომელიც შემდეგ აღარ ექნებათ..გაემიჯნონ მავნებლურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და მიხედონ საქმეს..თუ ასე არ იზამენ, მათ პოლიტიკურ სხეულზე აუცილებლად გამოისახება ნაცბანდის ბელადის – სააკაშვილის სილუეტი..ასე რომ, არჩევანი მათზეა:.ან ნაცების ყმობა და პოლიტიკური გაცამტვერება, ან ინდივიდუალობის შენარჩუნება და მეტ–ნაკლებად საქმის კეთება. და კიდევ ერთი:.უახლეს ისტორიას ახსოვს, როცა მხარდამჭერების დაჟინებული მოთხოვნით, მაშინ პოპულარული პოლიტიკოსები, პარლამენტში არ შევიდნენ და მანდატები საჯაროდ დაჭრეს..ამის შემდეგ ისინი სულ მალე პოლიტიკიდან სრულიად გაქრნენ. გაჩანაგდა ოპოზიციური ველიც და რომ არა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა…

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად