ნუკრი ქანთარია: გოიმობას არ ვიტყვი, მაგრამ ოპოზიციაში ნამუსგარეცხილობა რომ არსებობს, ეს ფაქტია

გოიმობას არ ვიტყვი, მაგრამ ოპოზიციაში ნამუსგარეცხილობა რომ არსებობს, ეს ფაქტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “ტვ პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც ოპოზიციის მხრიდან საგნობრივ მსჯელობაზე საუბრობთ, თავად ხელისუფლებას აქვს ამ მხრივ შემხვედრი ნაბიჯები, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძე მათ გოიმებს და ჩამორჩენილებს უწოდებს? – რაზეც დეპუტატი ასე პასუხობს:

“გოიმები რა შუაშია? რა კონტექსტში თქვა ეს კობახიძემ ნამდვილად არ ვიცი. ტერმინი “გოიმი” ჩემ ახალგაზრდობაშიც იყო, მერე გადავიდა მოდიდან. მერე ისევ შემოდის ხოლმე. სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ, რომ თითქოს ჩამორჩენილ, გაუნათლებელ და ასეთ ადამიანებს უწოდებდნენ ხოლმე. რაღაცა ძველმოდურსა და ყავლგასულს. არ ვიცი ეს იგულისხმა მან თუ არა. ისე რამდენადაც ვიცი უცხო სიტყვაა და მგონი უცხოს ნიშნავს. ასე, რომ რა კონტექსტში უწოდა არ ვიცი.

გოიმობას არ ვიტყვი, მაგრამ ნამუსთან რომ მწყრალად არის ეს ხალხი, ეს ხომ ფაქტია. ნამუსგარეცხილობა რომ არსებობს, ეს ხომ ფაქტია. ამ უმძიმეს ვითარების მიუხედავად, ნამუსი მათ საძებნელი აქვთ. გოიმობა თუ სხვა სიტყვაა, ყველას თავისი შეფასება აქვს. მე ამ სიტყვას საერთოდ არ ვხმარობ”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად