ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

გუშინ, ნახევარფინალურ შეხვედრაში, წურწუმიამ თავის პრინციპულ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოზე გადმოინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ჩინელი ფალავანი იყო.

ნუგზარ წურწუმიამ ძალიან მოკლე დრო დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მშრალი ანგარიშით – 0:11 დაემარცხებინა.

წურწუმიას ბრინჯაოს მედალი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის პირველია. დღეს, მსოფლიოს პრიზიორმა და ევროპის ჩემპიონმა, რობერტ კობლიაშვილმა (87კგ) მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან დათმო 1:1-ზე შეხვედრა და ახლა რეპეშაჟიდან აქვს ბრინჯაოს მოპოვების შანსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად