ნუგზარ წურწუმია ევროპის ორგზის ჩემპიონია!

იუგოსლავიის ქალაქ ნოვი სადში 23 წლამდელ ახალგაზრდათა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

55 კგ წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ მასპინძელი ფლორიან ტიტა აშკარა უპირატესობით 9:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მეორედ მოიპოვა.

ნუგზარ წურწუმია 1997 წლის 23 მარტსაა დაბადებული. იგი არის 2018 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი 23 წლამდელ ახალგაზრდებში და 2018 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი უფროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის.

ამ ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმიამ ფინალამდე ორთაბრძოლები ასე დაასრულა:

ნუგზარ წურწუმია – ზიად ზეინალოვი (აზერბაიჯანი) 5:2. ნუგზარ წურწუმია – ვლადისლავ კოროსტელევი (უკრაინა), აშკარა უპირატესობით – 9:0
ნუგზარ წურწუმია – ვიქტორ ვედერნიკოვი (რუსეთი), აშკარა უპირატესობით – 11:2.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...