ნუგზარ წიკლაური: ვერც ერთი ფაქტით ვერ დადასტურდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალადობრივი სცენარის განზრახვა აქვს

ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ ოპოზიცია ძალადობრივ სცენარს განიხილავს არავის აღარ სჯერა.

„რვა წელია ვისმენთ, რომ ხან „შპრიცებს” ვყრით სადარბაზოებში, ხან საბურავების  საწყობები გვაქვს, მაგრამ
ვერც ერთი ფაქტით ვერ დადასტურდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” ძალადობრივი სცენარის განზრახვა აქვს. ამიტომ მოეშვან ადამიანების დეზორიენტაციას. ბოლოს დავით გარეჯის საქმე მოიგონეს, მაგრამ მიზანს ვეღაც აღწევენ, რადგან აფერისტების აღარავის სჯერა”, – განაცხადა წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად