ნუგზარ წიკლაური: ოთხივე წასული დეპუტატი ივანიშვილის ინტერესს მოემსახურა

"ემოციურად არ არის ადვილი ჩვენი ყოფილი თანამებრძოლების მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების შეფასება", ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა "რუსთავი 2"-ის  ეთერში განაცხადა. 

"უბრალოდ, წესიერება მოითხოვდა, რომ ღიად და პატიოსნად ეთქვათ უკმაყოფილების მიზეზების შესახებ და საკუთარ პარტიაში პარტიზანული მოძრაობა არ წამოეწყოთ. როგორც ჩანს, ელემენტარულ ეთიკაზეც განსხვავებული წარმოდგენები გვქონია. მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეს ხალხი ბრძოლიდან გავიდა. არ ვიკადრებ იმაზე სპეკულაციას, რამდენად მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელისუფლება, თუმცა ერთი რამ სავსებით ნათელია: ოთხივე წასული დეპუტატი მოემსახურა ივანიშვილის ინტერესს. ეს ადამიანურად არის ძალიან სამწუხარო, თორემ პოლიტიკური თვალსაზრისით დრამატული არ არის. ბრძოლა გაგრძელდება და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ბრძოლიდან გაქცეულების გარეშეც".- განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად