ნუგზარ წიკლაური: ოლიგარქ ივანიშვილს არ უნდა დავუთმოთ ის, რომ გაგვყაროს ჩვენი სამშობლოდან!

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“ოლიგარქ ივანიშვილს დღეს სურს ერთი რამე, ეს არის კაცი, რომელიც 8 წლის წინ გვეუბნებოდა, რომ აქ შექმნის ისეთ ცხოვრებას, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დაიძვრებიან საქართველოში, დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს და ბედნიერად იცხოვრებენ აქ. მაგრამ 8 წლის თავზე იგივე ადამიანი უტიფრად გვეუბნება, რომ საქართველოს არ აქვს პერსპექტივა. ყველას ვისაც შეუძლია ახლა უნდა აიღოს ბილეთი წავიდეს მიუნხენში, ევროპაში თუ სხვა ქვეყნებში რომ წავიდეს და მოცილდეს საქართველოს. მე მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – არ უნდა დავთმოთ ჩვენი უფლება, ჩვენს მიწაზე ბედნიერად ვიცხოვროთ. არ უნდა დავუთმოთ ამ ოლიგარქს გაგვყაროს საქართველოდან და არ უნდა დავუთმოთ ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით და ოფლით მოიტანეს”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად