ნუგზარ წიკლაური: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ეს მთავრობა ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პირობებში ეროვნული ინტერესები საფრთხეშია.

"ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ინტერესებს. დღეს ქვეყანა იმ ვითარებაშია, როცა რუსეთი შანტაჟისა და ულტიმატუმების ენით გვესაუბრება.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი მატყუარა მთავრობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, სწორედ ამიტომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ეს მთავრობა ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ იმ არჩევნების გზით, რომელიც გვიახლოვდება," – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

დეპუტატმა მატუარა უწოდა კახი კალაძეს და განაცხადა, რომ ენერგეტიკის მინისტრმა მოიტყუა, როცა 2 დღის წინ, გადაცემა "არჩევნაში" აღნიშნა, რომ ის მზადაა პარლამენტში მივიდეს და ნებისმიერ შეკითხვას უპასუხოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად