ნუგზარ წიკლაური: ხალხი ვერ გადადგება! ყრილობა ვერ გადადგება!

"პოლიტსაბჭოს სხდომაზე კვორუმის ვერშეკრებამ ახალ გაკაპასებას, ბრალდებებს და უსაფუძვლო პროგნოზებს მისცა ბიძგი – ყრილობა არ იქნება ლეგიტიმური; პარტია დაიშლება, ბელადომანები გვებრძვიან, მიშა დესტრუქციულია, ჩიხში ვართ, – აცხადებენ პოლიტსაბჭოს გაუწონასწორებელი წევრები."- ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ნუგზარ წიკლაური დღეს პოლიტსაბჭოს ჩაშლის საკითხს.

"რეალურად, განდგომილებს პრობლემა არც ჩვენთან აქვთ, არც სააკაშვილთან. ისიც კარგად იციან, რომ არც ყრილობის ლეგიტიმაციას ემუქრება საფრთხე და არც მის ჩატარებას.

პარტიის წევრთა ვიწრო, არადემოკრატიულ და კარჩაკეტილ ჯგუფს პრობლემა აქვს ხალხთან, ნაციონალური მოძრაობის წევრებთან და მხარდამჭერებთან, რაც ადრე გამოიხატა პარტიის მხარდამჭერთა სამარცხვინო დაგმობით და მცირე, მანიპულირებადი ყრილობის იდეის ლობირებით. ამიტომაც არის, რომ ხან ბელადომანებს უწოდებენ ჩვენს აქტივისტებს და ხანაც რაღაც ფანტასტიკურ, არარსებულ ფლანგებზე საუბრობენ უსაგნოდ.

კარჩაკეტილთა ჯგუფის პოლიტიკური მომავლისთვის მთავარი საფრთხე არის ხალხი, ეს გარემოება დღითი დღე ცხადი ხდება თვით პარტიის მხარდამჭერთათვის და აუცილებლად აისახება ყრილობის დელეგატების განწყობაზე.

ხალხი ვერ გადადგება!
ყრილობა ვერ გადადგება!

ეს უბრალო ჭეშმარიტება უნდა ესმოდეს ყველას, ვისაც საქართველოს ყველაზე სახალხო პარტიაში წარმატების მიღწევა სურს.

ყრილობა ჩატარდება 20 იანვარს და მიიღებს პარტიის მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 
პარტიის აქტივისტებს, მებრძოლებს, მხარდამჭერებს ამ უფლებას ვერანაირი იზოლირებული ჯგუფი ვერ წაართმევს.: – წერს ნუგზარ წიკლაური თავის სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...