ნუგზარ წიკლაური: კახა კალაძე პათოლოგიური მატყუარაა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მატყუარაა. წიკლაურის თქმით, კალაძე მოიტყუა, როცა 2 დღის წინ, გადაცემა "არჩევნაში" აღნიშნა, რომ ის მზადაა პარლამენტში მივიდეს და ნებისმიერი შეკითხვას უპასუხოს.

"2 დღის წინ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა "ნაციონალურ მოძრაობას" მიეწვიოს ის პარლამენტში და მას უარი ეთქვას. სინამდვილეში კი ის ასე, ზუსტად 3-ჯერ მოიქცა. ბოლო უარი ენერგეტიკის სამინისტროსგან, სწორედ ამ განცხადების შემდეგ, გუშინ დილით მივიღეთ.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრი არის პათოლოგიური მატყუარა. ასევე, მას არ აქვს პასუხი იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს", – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად