ნუგზარ წიკლაური: გადასატანი საარჩევნო ყუთი ლუქის გარეშე დააბრუნეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელიც სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დამკვირვებელია, „აიპრესთან“ საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით უბანზე თითქმის ყველა წესი ირღვევა და აგიტაციაში ჩართულები არიან თვითონ კომისიის წევრები. 

„პირველ რიგში ეს არის პრაქტიკულად ყველა წესის დარღვევა რაც არსებობს. ეს არის პირდაპირი აგიტაცია ერთ-ერთი პარტიის სასარგებლოდ, ამ აგიტაციაში ჩართულები არიან თვითონ კომისიის წევრები, გადასატანი საარჩევნო ყუთი რომელიც იყო წაღებული, დააბრუნეს ლუქის გარეშე. საარჩევნო უბანში ადამიანები შემოდიან ისე, რომ ვინც მარკირების პროცესს უნდა ამოწმებდეს მეორე და მესამედაც უშვებს მას. რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამ ყველაფერმა ძალიან სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია დამკვირვებლებს შორის. 

ახლა რასაც ამ წუთას ვუყურებ საარჩევნო უბნიდან არიან ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ უბნის ეზოში და არის ორი დაპირისპირებული ჯგუფი, ძალიან დიდი საფრთხეა, მათ შორის მოხდეს ისეთივე შეტაკება ,როგორიც მოხდა გარდაბანში მეორე საარჩევნო უბანზე. ვაპირებ, რომ გამოვიძახო პოლიცია.“-განაცხადა ნუგაზრ წიკლაურმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად