ნუგზარ სხირელი: ზურაბ დათუნაშვილს თუ უნდა წასვლა წავიდეს და იაროს

ამის შესახებ თავისუფალი ჭიდაობის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ (გეგა) გეგეშიძისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესტან მიხეილ ყაველაშვილთნ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სხირელის თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება და იქ გადაწყდება. ის ასევე, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის გაცხადებას თუ გეგა გეგეშიძე არ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს, შესაძლოა საქართველოდან წავიდეს, პასუხობს და ჟურნალისტებთან აცხადებს.

„ზურაბ დათუნაშვილს საქართველოდან წასვლას არავინ აიძულებს, არც ეუბნებიან. თუ უნდა ახლა წასვლა, დათუნაშვილის გარდა ნახევარი საქართველოა გასული. წავიდეს და იაროს. ჭიდაობა ამით არაფერს დაკარგავს“, – განაცხადა ნუგზარ სხირელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...