ნუგზარ სხირელი: გულნატკენი წავიდოდი, თუ გენო პირველ ადგილს არ გააკეთებდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე მსოფლიოს ახალი ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი, ნუგზარ სხირელი საკუთარი შეგირდის წარმატებით ბედნიერია და აცხადებს, რომ გენო პეტრიაშვილმა ნავსი გატეხა.

სხირელმა ამასთან დაკავშირებით, „აიპრესთან“ საფინალო ჭიდაობის დასრულების შემდეგ ილაპარაკა.

„არ ვარ შეჩვეული უშედეგოდ წასვლას. პირველი და მესამე ადგილი ავიღეთ. გენომ ნავსი გატეხა. ოლიმპიურ და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონს მოუგო. ეს ბევრს ნიშნავს. კარგი გააკეთა“, – განაცხადა სხირელმა.

გენო პეტრიაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თურქების ოლიმპიური ჩემპიონი ტაჰა აკგულა დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი მძიმეწონოსანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად