ნუ მომკლავ! – თბილისის N 51 სკოლასთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს (ფოტორეპორტაჟი)

ნუ მომკლავ! – თბილისის N 51 სკოლასთან მდუმარე აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში მამა ელიზბარი, ქაშუეთის მოძღვარი, მოკლული ბიჭების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს.

 აქციაზე მშობლები შვილებთან ერთად მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისის №51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ამავე სკოლის მე-11 კლასის ორი მოსწავლე დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი, 16 წლის ლევან დადუნაშვილი საავადმოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე, დაჭრილ მოსწავლეს დავით სარალიძეს ე.წ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორ ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ექიმის ინფორმაციით, დავით სარალიძეს 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 
შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ საქმეზე 150 დაკითხული პირიდან მხოლოდ 15-მა ითანამშროლა გამოძიებასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად