“ნუ გვესვრით” – სოლიდარობის აქცია ბათუმში

ევროპის მოედანზე თბილისში განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სტუდენტები შეიკრიბნენ. სლოგანით -“ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც საქართველო უნდა გადაარჩინოს”- მოქალაქეები საპროტესტო აქციის დარბევას გმობენ და ხელისუფლებას აღნიშნულზე პასუხისმგებლობას სთხოვენ:

“რაც მოხდა გუშინ ეს იყო უპრეცედენტო ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც არამარტო საზოგადოებას, არამედ იმ ადამიანებსაც არ ინდობდა, რომლებიც ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას, ანუ ჟურნალისტებს. ადამიანებს დასდევდნენ როგოც ნადირებს, სახეში უმიზნებდნენ იარაღს, გაქცეულ ადამიანებს კი ზურგში ესვროდნენ. ამიტომ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე და და დატოვოს თანამდებობა”- აცხადებს ასლან ჭანიძე.
გუშინ საქართველოს პარლამენტან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებით დაიშალა. ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების დროს ჯამში 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10-მდე ჟურნალისტი..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...