“ნუ გვესვრი”- ჟურნალისტების აქცია ქუთაისში

”ნუ გვესვრი”, “მოგვეცით მუშაობის საშუალება” ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს.
ოცდაათამდე ჟურნალისტმა მედიის სფეროს წარმომადგენლებზე მიყენებული დაზიანებები გააპროტესტეს და განაცხადეს რომ ისინი სოლიდარულები არიან კოლეგების მიმართ.
“ქუთაისელი ჟურნალისტები ვმართავთ აქციას და თბილისელ კოლეგა ჟურნალისტებს სოლიდარობას ვუცხადებთ. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის დანაშაულია- აცხადებენ ჟურნალისტები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...