“ნუ გვესვრი”- ჟურნალისტების აქცია ფოთში

ფოთში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაგეგმილ აქციას “ნუ გვესვრი” შეუერთდნენ. მათ გუშინ, თბილისში, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს და მომხდართან დაკავშირებით უმოკლეს ვადებში ობიექტური გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

„ეს არის აქცია, რომელიც დაიგეგმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. ჩვენ ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტები და არა მარტო ხელმომწერი ჟურნალისტები, ვითხოვთ თავისუფალ გარემოში ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ძალიან შემაშფოთებელი და ამაზრზენი იყო ის ფაქტი, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ წუხელ პირდაპირი ეთერის საშუალებით. ჟურნალისტებს სცემდნენ, ტყვიებს ესროდნენ, წამლავდნენ მხუთავი აირით. ეს არ არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არ არის ის რასაც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ჟურნალისტები ვცდილობდით ქვეყანაში შემოგვეტანა, რომელიც სხვა განვითარებულ ქვეყნებშია აპრობირებული.

ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, ყველა იმ ქმედებაზე, უფლებამოსილების გადაჭარბებაზე, რომელიც წუხელ რუსთაველის გამზირზე დაფიქსირდა, უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოკლევა, ობიქტური გამოძიება. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სამართალდამცველმა ან პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ამ აქციის ამ ფორმით დაშლასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი“_ განაცხადა ჟურნალისტმა ლაშა ზარგინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...