„ნუ გაჩუმდები!”-ზუგდიდში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით, ზუგდიდის ბულვარში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ჩატარდა.

„არა ნიშნავს არას“, „ნუ მათვალიერებ“, „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“, „ნუ გაჩუმდები“ „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, – ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში შეკრებილებს.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თამთა თოდაძეს და ძალოვანი უწყებებისგან საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს.

აქციას არასამთავრობო სექტორთან ერთად შეუერთდა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბათლომე შელია.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ციცინო შენგელიამ განაცხადა, დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წაყრუება ხდება.

მისი სიტყვებით, ეს არ არის მარტო თამთა თოდაძის პრობლემა და რეალურად, საქართველოში სექსუალური შევიწროების ან ძალადობის მსხვერპლი ყოველი მეხუთე ქალი ხდება.
„ამის წაყრუება იმის გამო, რომ ვიღაც რაღაც პარტიის წევრია და ვიღაც რაღაც თანამდებობაზეა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები არ არის დაცული“, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად