ნუ დააფარებ ხელს! სტუდენტები სამართლიანობისთვის – 51-ე სკოლასთან ახალგაზრდები აქციას გეგმავენ

დღეს, 18:00 საათზე 51-ე სკოლასთან ხორავას ხუჩაზე მოკლული ახალგაზრდის მშობლის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად სტუდენტები აქციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა.

დაგეგმილი აქციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინი პარტიულობას ემიჯნებიან და აქციის მიზანი ზაზა სარალიძის მხარდაჭერაა. 

"სტუდენტების მიერ ჩატარებული დღევანდელი აქციის მოვლენებიდან გამომდინარე, საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა აქცია კვლავ ჩაატაროს 2 ივნისს 18 საათზე 51-ე სკოლასთან.

გამოდინარე იქიდან ,რომ დღეს არ მოგვეცა საშუალება დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია თავისუფლად და გარკევულმა ჯგუფებმა კვლავ მოახდინეს მანიპულირება პარტიული ინტერესებით.
სწორედ ამიტომ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პარტიულობას,მაგრამ გვაქვს სურვილი იმისა ,რომ მხარში დავუდგეთ ზაზა სარალიძეს და მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა ,ამიტომ ვატარებთ აქციას 51-ე სკოლასთან!
ჩვენი მოთხოვნებია:
1)აუცილებლად დაისაჯოს ამ საქმის ყველა დამნაშავე როგორც შემსრულებელი ასევე ხელის დამფარებელი!
2)შეწყდეს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკის ზეგავლენა!
3)არა შერჩევით სამართალს!

ვინც გვეთანხმებით აღნიშნულ საკითხში გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად გამოვხატოთ სოლიდარობა სუფთა ხელებით",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...