ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება კვლავ გაგრძელდება

აშშ-ს მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება კვლავ გაგრძელდება “ამა თუ იმ ფორმით”, თუმცა, სავარაუდოდ, შეზღუდვებითა და გაფრთხილებებით.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მის გამოყენებას ამა თუ იმ ფორმით. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ იგი უბრალოდ აკრძალონ. არა მგონია, ეს მოხდეს”, – თქვა ფაუჩიმ NBC News-თან ინტერვიუში.

“ნამდვილად ვფიქრობ, რომ იქნება გარკვეული სახის გაფრთხილება ან შეზღუდვა, ან რისკის შეფასება. ვფიქრობ, რომ პარასკევამდე უკვე გვეცოდინება, რომელი გზით უნდა წავიდეთ. იმედია, დავუბრუნდებით საჭირო მიმართულებას”, – თქვა ფაუჩიმ.

გასულ კვირას ჩრდილოეთ კაროლინასა და კოლორადოში (აშშ) მასობრივი ვაქცინაციის ორი ცენტრი დროებით დაიხურა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა ადამიანმა განიცადა უარყოფითი გვერდითი ეფექტები Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ.

აშშ-ს ჯანდაცვის ორგანოებმა Johnson & Johnson-ით ვაქცინაციის შეჩერების რეკომენდაცია გასცეს მას შემდეგ, რაც აცრის შემდეგ ექვს ქალში წარმოიშვა თრომბი. ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC), აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) და ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) დაიწყეს ვაქცინასა და თრომბოზს შორის სავარაუდო კავშირის შემოწმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...