ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეოთხე პაციენტის მძიმე მდგომარებას განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება.

„რამდენიმე დღეა ჩვენ გვყავს 3 მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა 1 მძიმე ახალი პაციენტი. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, თავის სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელს მერე მდგომარეობის პროგრესიება არ ყოფილა ამ პირთან, სტაბილური სიტუაციაა და ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდა და მდგომაროება სტაბილური თუ დაგვრჩება, იმედია, რომ გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს.”-ამბობს ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად