ნოვოსიბირსკის საბალეტო დასმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა

რუსეთის, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აქვეყნებს.

თეატრის განცხადებით ნინო ანანიაშვილს საბოლოოდ შეუწყდა კონტრაქტი.

“ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის(НОВАТ) სამხატვრო ხელმძღვანელ ვლადიმირ კეხმანსა და ნინო ანანიაშვილს შორის შემდგარი მოლაპარაკების შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტყილება კონტრაქტი გაწყვეტის შესახებ, მხარეებს შორის შეთანხმებით”, – ნათქვამია  დღევანდელ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 9 იანვარს დასმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო:

„სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ) საბალეტო დასის ხელმძღვანელად.

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტი”,  – წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე აღნიშნულია, რომ საბოლო გადაწყვეტილება მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრი ხელმძღვანელის ვლადიმირ კეხმანისა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად