ნოვოსიბირსკის ბალეტის თეატრი: დასის უპატივცემულობის გამო, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს ვაჩერებთ

რუსეთის, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

„სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ) საბალეტო დასის ხელმძღვანელად.

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტი”,  – წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ასევე აღნიშნულია, რომ საბოლო გადაწყვეტილებa მიღებული იქნება იანვრის შუა რიცხვებში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრი ხელმძღვანელის ვლადიმრ კეხმანისა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრის შემდეგ.

 

 

შეგახსენებთ,რადიო თავისუფლებასთან  ნინო ანანიაშვილმა განაცხადა, რომ  2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...