ჩოგბურთი საფრანგეთის ღია პირველობაზე მთავარი მატჩი - კაცთა ინდივიდუალური პირველობის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნორვეგიელი კასპერ რუდი 7:6(7:1), 6:3, 7:5 დაამარცხა და კარიერის განმავლობაში მესამედ გახდა საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული.


ამ გამარჯვებით ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოგებული დიდი სლემის ტურნირების რაოდენობა ოცდასამამდე გაზარდა და ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა