ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია

ამ წუთებში კაცთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩი დასრულდა.

ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარი დაუპირისპირდნენ.

ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში შვეიცარიელი სტენ ვავრინკა დაამარცა და ფინალური მატჩის წინ ოპტიმისტურადაც იყო განწყობილი. „მე ფინალში ვარ. სწორედ იმიტომ ვმონაწილეობ ტურნირში, რომ მოვიგო ის. თუმცა ფინალურ ეტაპზე გასვლა, ასევე დიდი მიღწევაა“ – განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა, ნახევარფინალური მატჩის შემდეგ.

ენდი მარიმ კი ჩეხი ტომას ბერდიხი დაამარცხა და მოიპოვა ფინალური საგზური. ბრიტნელისთვის ნახევარფინალური მატჩი დაძაბულად დაიწყო. მისი განცხადებით ეს იმან გამოიწვია, რომ მისი ყოფილი მწვრთნელი, დენ ვალვერდუ ამჟამად, ჩეხს წვრთნის. „ცოტა უხერხული გარემო შეიქმნა, თუმცა შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა“ – განაცხადა ბრიტანელმა.

ჯოკოვიჩს ოპტიმიზმის საბაბი ტყუიალდ არ ჰქონია, მან 4 სეტში, 7-6(7-5), 6-7(4-7), 6-3, 6-0  დაამარცხა მოწინააღმდეგე.

პირველმა ჩოგანმა მეხუთედ მოიგო ავსტრალიის ღია ჩემპიონატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად