ნოტრ-დამს პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის აღადგენენ

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

“პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტი „თამაშების გულშემატკივართა კლუბის“ საქმიანობის დაწყებას იუწყება. ივნისში საგანგებოდ შექმნილი ონლაინ-პლატფორმის დახმარებით საფრანგეთის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს კლუბში მოხალისეს ან ფოტოგრაფის რანგში გაწევრიანებაზე გააკეთოს განაცხადი, ასევე იბრძოლოს პარიზის ოლიმპიური თამაშების მეჩირაღდნეობის უფლებისთვის.

ახალადშექმნილი კლუბის პირველი ღონისძიება იქნება „გმირების გარბენი“. მისი მთავარი ამოცანა იქნება თანხის შეგროვება იმ მეხანძრეებისთვის, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდნენ.

საქველმოქმედო გარბენი 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს შედგება. 


„მივესალმებით პარიზის ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის შესახებ. ოლიმპიური მოძრაობა ყოველთვის ერთიანობის სინონიმი იყო და სპორტის კაცობრიობის სამსახურში ჩასაყენებლად ისწრაფვოდა,“ – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა. 


ცოტა ხნით ადრე IOC-მა ხანძრით დაზარალებული ნოტრ-დამის აღსადგენი სამუშაოებისთვის 500 ათასი ევროს გამოყოფა გადაწყვიტა”. – ნათქვამია გავრცელებუ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...