ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ანტიპანდემიური წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, ერნა სოლბერგს, სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა კორონავირუსის საწინააღმდეგო სოციალური დისტანციის დარღვევით საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავი საოჯახო წვეულების ორგანიზებისთვის.

წვეულებაზე, რომელიც თებერვლის ბოლოს მთის კურორტ გეილოში გაიმართა, საგანგებო წესებით დადგენილი 10-ის ნაცვლად, შეკრებილი იყო 13 ადამიანი.

სკანდინავიის ამ ქვეყნის პოლიციამ 9 აპრილს განაცხადა, რომ სოლბერგი დაჯარიმდა 20 000 ნორვეგიული კრონით ($2352) იმ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობისათვის, რომლის შედეგად ერთ-ერთ რესტორანში მისი ოჯახიდან იმაზე უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა, ვიდრე ანტიპანდემიური წესით არის განსაზღვრული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...