NHC-იმ კამპანიის “12 ქალი ბარიკადებზე“ სახედ, საქართველოდან ანა დოლიძე დაასახელა

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა (NHC) კამპანიის – # 12 Women on the Baricades – „12 ქალი ბარიკადებზე“ სახედ საქართველოდან ანა დოლიძე დაასახელა.

კამპანიის მიზანია შექმნას ინფორმირებულობა ქალთა უფლებების 5 ძირითად საკითხზე: 1. ულტრა-მემარჯვენე მოძრაობის ზრდა 2. ქალთა უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების დევნა 3. სამოქალაქო საზოგადოების შემცირება 4. გენდერული ძალადობა და უკიდურესი სოციალური კონტროლი 5. ქალის დევნა SOGI-ის საფუძველზე.

„12 ქალი ბარიკადებზე“ კამპანიაში ადამიანის უფლებების დამცველი 12 ქალია შერჩეული ბელორუსიიდან, სერბეთიდან,  თურქეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, ჩეჩნეთიდან და უნგრეთიდან.

როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული ანა დოლიძე კამპანიის სახედ შეირჩა იმიტომ, რომ იგი თითქმის ოცი წლის განმავლობაში იბრძოდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა  და ტოლერანტობის დამკვიდრებისათვის.

„2004 წელს 23 წლის ასაკში ის იყო კავკასიაში წამყვანი ადამიანის უფლებადამცველთა ჯგუფის – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.  მხარს უჭერდა ვარდების რევოლუციას, თუმცა ცოტა ხანში იგი გახდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსი.

დოლიძე ჯერ არ არის 40 წლის მაგრამ მომსწრეა საქართველოში მომხდარი რამდენიმე პოლიტიკური აჯანყებისა და შეიარაღებული კონფლიქტის.

დღეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია სასამართლოს დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.  დამატებით ანა დოლიძე არის საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებადამცველი.“- აღნიშნულია კამპანიის საიტზე.

კალენდარი, სადაც ადამიანის უფლების დამცველი 12 ქალის სტატიები და ფოტოები იქნება წარმოდგენილი, ილუსტრირებულია ნორვეგიელი ილუსტრატორის ჯენი ჯორდალის მიერ.

საიტზე უკვე გამოქვეყნდა ანა დოლიძის სტატია, სადაც აქცენტები გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე –  საქართველოს მძლავრი ოლიგარქის გამოწვევა;. საბჭოთა მემკვიდრეობა; ზღაპრების ქვეყანა; 2020 – გადამწყვეტი წელი. ( ვრცლად იხილეთ: https://www.nhc.no/en/12womenonthebarricades/?fbclid=IwAR0Lo3x4pva7HEvfrW07a90yofJleqRFziW1AmiPbEos_lB7WsGDMHlOsoU)

საიტზე ასევე გაეცნობით უფლებადამცველი ქალების მოსაზრებას:

უფლებადამცველი, იურისტი მალიკა აბუბაქაროვას  –იგი ჩრდილოეთ კავკასიაში იმ ქალების უფლებებისთვის იბრძვის, რომლებიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი.

ჟურნალისტი ხადია ისმაილოვა, რომელმაც აზერბაიჯანში გამოავლინა კორუფცია მაღალჩინოსნებს შორის. მათ შორის დასახელდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები.

ლგბტ აქტივისტი ჰანდე კადერი, რომელიც მოკლეს ლგბტ ადამიანების უფლებების ბრძოლისათვის თურქეთში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად