ნორვეგიაში მშვილდისრით შეიარაღებულმა პირმა არანაკლებ ოთხი კაცი მოკლა

ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული პრესა ავრცელებს

პორტალ aftenposten-ის ინფორმაციით, მშვილდისრით შეიარაღებულმა პირმა ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში არანაკლებ 4 კაცი მოკლა და რამდენიმე დაჭრა,

ამ დროისთვის პირი, რომელიც ქალაქში მშვილდისრით გადაადგილდებოდა და მშვიდობიან მოქალაქეებს ისრებს უშენდა, დაკავებულია.

პოლიციის წარმომადგენელი ოივინდ აასი პრესასთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ, თუმცა ძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობაზე და მათ შესახებ რაიმე ინფორმაციის გამჟავნებაზე უარს აცხადებს.

მისი თქმით, ჯერჯერობით ძნელია თქმა, იყო თუ არა მომხდარი ტერორისტული აქტი.

პოლიციაში შეტყობინება ქალაქის ქუჩებში, ეზოებში და მარკეტებში მშვილდისრით შეიარაღებული პირის გადაადგილების და მოქალაქეებისთვის ისრების დაშენის შესახებ ადგილობრივი დროით 18:13 საათზე შევიდა. მისი დაკავება კი 18:47 საათზე მოხდა.

კომენტარები
იტვირთება...