ნორვეგიაში, მშვილდისრით შეიარაღებული პირის მიერ მოკლულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

პორტალ aftenposten-ის ინფორმაციით,მშვილდისრით შეიარაღებული პირის მიერ მოკლულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მშვილდისრით შეიარაღებულმა პირმა მშვიდობიან მოქალაქეებს ისრები დაუშინა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 5 და დაჭრილია 2 კაცი. დაჭრილთაგან ერთ-ერთი პოლიციელია.

პოლიცია დაღუპულთა და დაჭრილთა ასაკის და სქესის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ასაჯაროვებს.

პოლიციაში შეტყობინება ქალაქის ქუჩებში, ეზოებში და მარკეტებში მშვილდისრით შეიარაღებული პირის გადაადგილების და მოქალაქეებისთვის ისრების დაშენის შესახებ ადგილობრივი დროით 18:13 საათზე შევიდა. მისი დაკავება კი 18:47 საათზე მოხდა. პოლიციამ ახლახანს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ დაკავებული მარტო მოქმედებდა, ქალაქში პატრულირება შეწყვიტა და დამნაშავის ძებნა-დაკავების ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა.

კომენტარები
იტვირთება...