ნორვეგიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი მუტაცია, სახელად B.1.525, აღმოაჩინეს ნორვეგიაში. ამის შესახებ NRK იუწყება.

ბოლო დღის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ამ შტამით ინფიცირების დაახლოებით 10 შემთხვევა. აღნიშნული შტამი აქამდე გამოვლინდა დაახლოებით 30 ადამიანში დიდ ბრიტანეთში და დანიაში, ასევე შეერთებულ შტატებში.

“ჯერ არ ვიცით, ეს უფრო გადამდებია თუ არა, შეიძლება იყოს”, – თქვა ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტის განყოფილების დირექტორმა, ლაინ ვოლდმა.

ექიმების აზრით, ახალ შტამს მსგავსება აქვს კორონავირუსის ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკულ მუტაციებთან. დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია ბრიტანულ და სამხრეთ აფრიკული შტამებით ინფიცირების 700-ზე მეტი შემთხვევა.

ვოლდმა აღნიშნა, რომ ახალი მუტაცია, ისევე როგორც სხვები, დაკვირვების ქვეშ დარჩება. მან განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების მუდმივი იდენტიფიკაცია ბუნებრივია, ვინაიდან ვირუსი მუტაციას მუდმივად განიცდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...