ნორვეგიაში ხანდაზმული ადამიანებისთვის Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს

ნორვეგიაში იზრდება შეშფოთება Pfizer და BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, მას შემდეგ, რაც 29 ადამიანი გარდაიცვალა ვაქცინაციის შემდგომ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ (NoMA) განაცხადა, რომ ყველა სიკვდილიანობა მიეკუთვნება Pfizer ვაქცინას, რადგან პარასკევამდე სხვა ვაქცინები არ იყო ხელმისაწვდომი ქვეყანაში. მათ დააკონკრეტეს, რომ ყველას, ვინც ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, სერიოზული ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, მათი მინიმალური ასაკი 75 წელი იყო. საერთო ჯამში, ნორვეგიაში დაახლოებით 42 ათასმა ადამიანმა უკვე მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა.

“ადამიანების უმეტესობამ განიცადა ვაქცინის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა და პირღებინება, ცხელება და მდგომარეობის ზოგადი გაუარესება”, – აცხადებს NoMA.

ამის ფონზე, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველაზე მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ვაქცინის შედარებით მსუბუქმა გვერდითი ეფექტებმაც კი შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები.

Pfizer-მა განაცხადა, რომ იგი ნორვეგიის მარეგულირებელთან ერთად სწავლობს გარდაცვალების მიზეზებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად