”ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერები დონბასში კონფლიქტის მოგვარებაზე იმსჯელებენ

9 დეკემბერს, პარიზში “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერებს შორის შეხვედრა ორ საათსა და 45 წუთს გაგრძელდება. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ღონისძიების ორგანიზატორთა შორის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მის უკრაინელ კოლეგას ვლადიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრა “ნორმანდიული ოთხეულის” მოლაპარაკებების შემდეგ შედგება.

ვარაუდობენ, რომ ეს ხანმოკლე  შეხვედრა იქნება.

“ნორმანდიული ფორმატის” სამიტამდე, პუტინი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება, შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს.

დაგეგმილია, რომ “ნორმანდიული ოთხეულის” ლიდერების შეხვედრა ერთობლივი პრეს-კონფერენციით დასრულდება.

“ნორმანდიული ოთხეული” ლიდერები (უკრაინა, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია) პირველად, სამი წლის შემდეგ, 9 დეკემბერს პირველად შეიკრიბებიან, სადაც დონბასში კონფლიქტის მოგვარებაზე ისაუბრებენ. მოლაპარაკებები  საფრანგეთის ლიდერის ოფიციალურ რეზიდენცია ელისეის სასახლეში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად