“ნორმანდიულ ფორმატში” სამიტი, 9 დეკემბერს, პარიზში გაიმართება

საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების მონაწილეობით, “ნორმანდიულ ფორმატში” სამიტი, 9 დეკემბერს პარიზში გაიმართება, ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”სამიტი სერიოზული წარმატებების ფონზე გაიმართება, რომელსაც ზაფხულის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებში მიაღწიეს”, – წერს სააგენტო.

მოგვიანებით, გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სააგენტო “ინტერფაქსს” დაუდასტურა, რომ გერმანიის კანცლერი  მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

დონბასში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად “ნორმანდიული ოთხეული” მოიცავს რუსეთს, უკრაინას, საფრანგეთსა და გერმანიას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად