“ნორმანდიის ოთხეულის” ფორმატში, პუტინის და ზელენსკის მოლაპარაკებები დაიწყო

პარიზში დონბასის კრიზისის დარეგულირებისთვის “ნორმანდიის ოთხეულის” შეხვედრა დასრულდა. საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ოთხეულის შეხვედრის დასრულებისთანავე ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. აქამდე უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები პირისპირ ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

მოპლაპარაკებებისთვის პროტოკოლით 45 წუთია განსაზღვრული, თუმცა პრეზიდენტების პრესსპიკერები აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში დრო შესაძლოა გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ “ნორმანდიის ფორმატი” ოთხი ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის მონაწილეობით დონბასის პრობლემის მოგვარებისთვის შეიქმნა. დღეს ქვეყნების პირველი პირების შეხვედრა პარიზში იმართება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად