“ნორიოს” საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა

"ნორიოს" საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიოტორიაზე რიგითმა თავი მოიკლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითმა თავი საშტატო იარაღით მოიკლა. 

"2015 წლის 1 სექტემბერს, 06:50 სთ-ზე „ნორიოს“ საწვრთნელი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის რიგითმა ტ.ფ.-მ საშტატო იარაღიდან გასროლით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია წერილი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს", – განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად