ნონა მამულაშვილი: კახა კალაძეს ვურჩევ, წავიდეს და დაისვენოს

მე-10 მოწვევის დეპუტატი “ნაცმოძრაობიდნა” ნინო მამულაშვილი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, რომელიც “ოცნებამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ისევ თბილისის მერობის კანდიდატან წარადგინა, დასვენებას ურჩევს.

“რამდენადაც მე ვხედავ დიდად არ ჰქონდა სურვილი. უბრალოდ, რადგან უკვე ერთხელ არის ამ გუნდის წევრი, მას მეტი გამოსავალი არ დაუტოვეს. და იძულებითი მერია. ამიტომ, რეალურად ამ ადამიანს ვურჩევდი დაისვენოს. ნებისმიერი ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანდიდატი იქნება კონკურენტუნარიანი” – განაცხდა ნონა მამულაშვილმა “კურიერთან”.

ნაცმოძრაობის დეპუტატის თქმით, ვინ იქნება კახი კალაძის კონკურენტი არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან, კვირის ბოლოს  გახდება ცნობილი.

 

კომენტარები
იტვირთება...