ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსს უჩივის

ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი” აქვეყნებს

მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ქართველი ქალი-მოჭადრაკე, ნონა გაფრინადშვილი, სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.

საქმე ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სატელივიზიო მინი-სერიალს, Queen’s gambit-ს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ შოუს სცენარი 1960-იანი წლების ამერიკის ჩარჩოში ვითარდება და საკმაოდ ბევრ მომენტში ილუსტრირებულიც არის იმდროინდელი მსოფლიოს გარშემო მიმდინარე ძირითადი გეო-პოლიტიკური მოვლენები (მაგალითისთვის ცივი ომის ისტორიული კონტექსტი).

აღსანიშნავია, რომ მისი სიუჟეტი არ ატარებს დოკუმენტური კინოს მახასიათებელ ნიშნებს, იგი გამოგონილი პერსონაჟის ცხოვრების ირგვლივ ვითარდება, რომელიც ბავშვთა სახლში გატარებული ადრეული წლების შემდგომ ახერხებს ყველაზე ძლიერი რუსი მამაკაცი მოთამაშეების დამარცხებას.

ნახსენები კინო-სურათის ერთ-ერთ ეპიზოდში რუსი კომენტატორი ქართველ სპორტსმენს ჯერ შეცდომით, ქართველის ნაცვლად რუსად მოიხსენიებს, შემდგომ კი აკნინებს მის მიღწევებს და ამბობს, რომ გაფრინდაშვილს პროფესიულ დონეზე არასდროს დაუმარცხებია კაცი მოწინააღმდეგე (სინამდვილეში იმ პერიოდში, როდესაც ფილმის მოქმედება ვითარდება, კერძოდ, 1968 წელს, მას უკვე დამარცხებული ჰყავდა 59 კაცი სპორტსმენი), ხოლო ბოლოს, მოსარჩელეთა აზრით, სექსისტური ტიპის განცხადებებითაც გამოირჩევა ქართველის მიმართ.

გაფრინდაშვილის და მისი ინტერესების დამცველების სარჩელი ძირითადად ამ სამი ბრალდების გარშემო იქნება აგებული. მოსარჩელეები ნახსენები სტრიმინგ პლატფორმისგან კომპენსაციის სახით ჯამში 5 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვენ იმ პირდაპირი ზარალის საპირწონედ, რომელიც სერიალის ტელე-ეკრანებზე გამოსვლის შემდგომ მოჭადრაკეს მიადგა. ამას შესაძლოა დაემატოს საზღაური, რომლის გადახდა ნეტფლიქსს ირიბი ზიანის გამოწვევისთვის დაეკისრება.

ამას გარდა, მოსარჩელე მხარე მთლიანად ითხოვს სერიალიდან იმ ფრაზის ამოღებას, რომელიც ხაზს უსვამს ცრუ-ფაქტს, თითქოს მას კარიერის მანძილზე ჯერ არ დაუმარცხებია საპირისპირო სქესის სპორტსმენი.

ბრალდებას, ნეტფლიქსის მედია სპიკერმა, ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების და, ზოგადად, მისი კარიერის პატივისცემის მიუხედავად, უსაფუძვლო უწოდა და გამოთქვა მზაობა, რომ სამართლებრივ დონეზე ბოლომდე შეძლოს კომპანიის ინტერესების დაცვა.

კომენტარები
იტვირთება...