ნოემბრიდან აშშ-ში მოგზაურობა ყველა სრულად ვაქცინირებულს შეეძლება

ამის შესახებ პანდემიის საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორმა ჯეფ ზიენტსმა განაცხადა

პანდემის საკითხებში თეთრი სახლის კოორდინატორ ჯეფ ზიენტსის თქმით, ნოემბრიდან აშშ-ში მოგზაურობა შეეძლება ყველა იმ პირს, რომელიც სრულად იქნება ვაქცინირებული,

თვითმფრინავში ჩაჯდომამდე აშშ-ში მოგზაურობის მსურველმა უნდა წარადგინოს ცნობა სრულად ვაქცინირების შესახებ და არაუმეტეს სამი დღის წინ ჩატარებული ტესტი უარყოფითი პასუხით. აშშ-ში მათ მათ მოეთხოვებათ დაიცვან არსებული შეზღუდვები და გამოიყენონ დამცავი პირბადე.

ზიენტსის თქმით, ამერიკელები უცხო ქვეყნებიდან სახლში დაბრუნებისას ტესტირებას გაივლიან, მაგრამ სრულად ვაქცინირებულებს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კარანტინში არ მოათავსებენ. ავიაკომპანიებს მიეცემათ მითითება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინფორმაციის შეგროვება-შენახვაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად მოხდეს კონტაქტში მყოფ პირთა მოძიება.

კომენტარები
იტვირთება...