ნოემბერში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2018 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 133.1 მილიონი აშშ დოლარი (358.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით (11.0 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.7 მილიონი აშშ დოლარი (53.10 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.9 მილიონი აშშ დოლარისა (53.08 მილიონი ლარისა) გასული წლის ნოემბერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად