ნოდიკო ტატიშვილი: სასწრაფომ მითხრა, კოვიდ ინფიცირებული პაციენტი სახლში ტაქსით წავსულიყავი (ვიდეო)

ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სახლში მკურნალობდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

„გუშინ წინ ვიყავი სუსტად, სასწრაფომ გადმომიყვანა კლინიკაში… კლინიკას ვთხოვე რომ მივეღე… გამოკვლევები რომ დამთავრდა ისევ სასწრაფოს დავურეკე, ისევ სახლში გადავეყვანე კოვიდ ინფიცირებული პაციენტი…   უარი მითხრეს – რომ ვუთხარი, არცერთ შემთხვევაში ტაქსში არ ჩავჯდები, მითხრეს რომ სასწრაფოს პროტოკოლით არ ეკუთვნის კოვიდ პაციენტების გადაყვანა.

რადგან ვერავის შეუქმნიდი  საფრთხეს. კლინიკიდან ჩემ სახლამდე დაახლოებით 4 კილომეტრია. მერე ავდექი და ფეხით წავედი სახლში რომ მივედი სახლში ვიყავი ძალიან ცუდად…” – განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად