ნოდია: ინციატივა ოპოზიციას აქვს, შესაძლოა ხალხმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც მოითხოვოს

ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ "ტვ პირველის" გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრი ის ადამიანია, რომელიც ბოლო 1 წელი იკავებდა ამ თანამდებობას, პოლიტიკური გუნდი დარჩა იგივე, უბრალოდ გამოაკლდა ერთი ადამიანი – სარგსიანი. არადა ოპოზიცია თითქოს სხვას არაფერს ითხოვდა, გარდა მისი გადადგომისა, ასე რომ ოპოზიციას მოსაფიქრებელი აქვს თავისი შემდგომი სტრატეგია, დაკმაყოფილდნენ ამ შედეგით თუ მოითხოვონ უფრო მეტი. ასეთ მოძრაობებში ხშირად არის პრობლემა, რომ აყენებენ ერთმოტხოვნას, მაგრამ არ აქვთ გააზრებული სტრატეგია იმ მოთხოვნის შემდეგ რა უნდა გააკეთონ. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე იყო. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ლოგიკური მოთხოვნაა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტებს ექნებათ არგუმენტი, რომ ეს არჩევნები 1 წლის წინ გაიმართა და არავის არ გაუპროტესტებია და რომ გაყალბდა ან უკანონობა იყო. რესპუბლიკური პარტია კანონიერად არის უმრავლესობაში და რატომ უნდა იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიხალხი რამდენად აყვება ამ მოთხოვნას ამის თქმა ძნელია, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, ხალხი აჰყვეს და წარმატებასაც მიაღწიოს. იმიტომ რომ ახლა ინიციატივა ოპოზიციის ხელთ არის", – განაცხადა გია ნოდიამ. 

შეგახსენებთ, 10-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ სწორად არ იქცეოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...