ნოდარ რუხაძე “ძალა ერთობაშია”-ს: კიდევ ვის შემოიერთებთ ივანიშვილთან ბრძოლაში, მკოიანს თუ ხუნდაძეს?

კიდევ ვის შემოიერთებთ ივანიშვილთან ბრძოლაში, მკოიანს თუ ხუნდაძეს? – ასე მიმართავს მოძრაობა “სირცხვილია”-ს ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ რუხაძე გაერთიანებულ ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს.

“ოქრიაშვილის ხელით ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმა.
ჩაგდების შემდეგ დაასაჩუქრეს და 25 ტენდერიდან 20 ტენდერი მოაგებინეს.
პოლიტიკური გათვლაც შემიძლია გავიგო და ხმებიც დავიანგარიშო, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთო.
კიდევ ვის შემოიერთებთ ივანიშვილთან ბრძოლაში, მკოიანს თუ ხუნდაძეს?
პროგრესი და თავისუფლება დაარქვეს პარტიას. #სირცხვილია”, –  წერს ნოდარ რუხაძე.
შეგახსენებთ, კახა ოქრიაშვილი და ძმები ჩოჩელები გაერთიანებულ ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს შეუერთდნენ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად