ნოდარ მელაძე ირაკლი კობახიძის შესახებ: პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარისგან მოვისმინეთ დადასტურება, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტების თვალთვალი

ამის შესახებ ტვ „პირველის” საინფორმაციო სამსახურის მთავარმა პროდიუსერმა ნოდარ მელაძემ ისაუბრა. მისი თქმით კობახიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს.

„პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარისგან მოვისმინეთ დადასტურება, რომ მიმდინარეობს ჟურნალისტების თვალთვალი. ახლა ალბათ ირაკლი შოთაძემ უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობდა ჟურნალისტზე მიყურადება და თვალთვალი. უნდა დაიბარონ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე და ოცნების მოქმედი ლიდერი, რომ მისცეს ჩვენება ვისი დავალებით და ვინ უსმენდა ჟურნალისტს”, – განაცხადა მელაძემ.

ირაკლი კობახიძემ ტვ „პირველის” ჟურნალისტზე განცხადება დღეს გააკეთა.  ტვ „პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერს, ბესო ქათამაძეს შორის, შედგა საუბარი, რა დროსაც მხარდაჭერის მიზნით გოგელიამ ქათამაძეს მოსთხოვა ინფორმაცია იმ უბნების შესახებ, სადაც, ვციტირებ, „აპირებენ ხმაურს და არეულობას“, რაზეც მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხმაური და არეულობა იგეგმება ნასაკირალსა და ჭანიეთში. დესტრუქციულ გეგმებში პარტიული ტელევიზიების თანამონაწილეობა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს”, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად