ნოდარ მელაძე ბაია პატარაიას: თქვენ ხართ მატყუარა!

ბაია, თქვენ ხართ მატყუარა! – ასე მიამრთავს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელს ბაია პატარაიას “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

საქმე ეხება ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც უფლებადამცელი “ტვ პირველს” ჩივილით დაემუქრა.

“ტელეკომპანია პირველმა მთელ სამეზობლოს გააგებინა, რომ ბავშვი გარყვნილი ქმედების მსხვერპლი იყო, ბავშვი გახადა იდენტიფიცირებადი. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი პოსტები ვწერე და ჩვენმა პიარმა მათ პროდიუსერებს ურეკა, მაინც გაუშვეს ეთერში. საღოლ! სადამდე დაეცით, რომ ბავშვის ცხოვრების დანგრევას არ ერიდებით თქვენი ნაგავი სიუჟეტისთვის. გრცხვენოდეთ!

ამას ასე არ დავტოვებთ, აუცილებლად გიჩივლებთ ბავშვის უფლებების დარღვევისათვის და ზედ მოგაყოლებთ იმ სასამართლოს, ვისგანაც გაიგეთ დეტალები საქმეზე”, – დაწერა ბაია პატარაიამ Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...