ნოდარ მელაძე: არც მე და არც “კურიერის” ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრა არ გვქონია

დღეს “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა ანა რეხვიაშვილმა “კურიერთან” განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს შეხვდა და მათგან პასუხს ელოდება.  თუმცა, ტელეკომპანია “რუსთავი 2” საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე “აიპრესთან” აცადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან არანაირ შეხვერა არ ყოფილა.  

“მე არავის შევხვედრივარ, არც “კურიერის” ჟურნალისტები არავის შეხვედრია. არანაირი შეხვედრა არ ყოფილა. ამ ინიციატივის შესახებ ისაუბრა ირაკლი ოქრუაშვილმა “შაბათის კურიერში, შესაბამისად იქ მოვისმინე ინტერვიუს დროს. არანაირი შეხვედრა არ გვქონია”. – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ცნობისთვის, ანა რეხვიაშვილის თქმით, გუშინ “რუსთავი2”-ის 100% წილის რეალური მფლობელი, ირაკლი ოქრუაშვილი შეხვდა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. იცით, რომ მათ შესთავაზა მან მოთხოვნის 80% გადასცეს ათიოდე ჟურნალისტს, რუსთავი ორელს.

ცნობისთის, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ  “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...