ნოდარ მაღლაფერიძე: პანდემიის პერიოდში ჯამში 150-მდე ვაქცინირებული პაციენტი ვმართეთ და არც ერთი მათგანი არ დამძიმებულა

ამის შესახებ ,,აიპრესთან“ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 105 პაციენტი მკურნალობს.

,,კლინიკაში 105 პაციენტი წევს მათგან 9 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ადგილზე მკურნალობის კურსს 22 ბავშვი გადის. 30 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან გამოხატულია ორმხრივი პნევმონია და მაღალი ტემპერატურა. რაც შეეხება ვაქცინირებულ პაციენტებს მინდა აღვნიშნო, რომ პანდემიის პერიოდში ჯამში 150-მდე ვაქცინირებული პაციენტი ვმართეთ და არც ერთი მათგანი არ დამძიმებულა.“-განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომენტარები
იტვირთება...