ნოდარ ხადური: თავს ვიკავებ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე საუბრისგან

"მე თავს ვიკავებ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე საუბრისაგან. ეს არის მათი ექსკლუზიური უფლება", – განაცხადა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაა.

"ჩემთვის, თქვენთვის, მოსახლეობისთვის, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა ის რომ რაც ხდება ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში შეწყდეს, ლარი დასტაბილურდეს და კურსი გამყარდეს", – განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ეროვნული ბანკის ქმედებებს პოლიტიკური უწოდა. გიორგი ქადაგიძემ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან “შეთქმულების თეორიების განვითარებას” უხერხული უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...