ნოდარ ხადური: ფინანსთა სამინისტროში ხელფასები 2 მილიონი ლარით შემცირდა

მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ხელფასებისა და პრემიების ზრდაზე ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტროებში ასეთი რამ არ მომხდარა. 

„გარემოს დაცვის სამინისტროში ჩანს, რომ ხელფასებია გაზრდილი, სინამდვილეში მოხდა ის, რომ აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, რომლებიც იცავენ ბუნებას, ეს არის გარემოს ზედამხედველობის სამსახური, სამინისტროს დაუბრუნდა სატყეო სააგენტო. მხოლოდ აქ არის ზრდა, არანაირი ხელფასების ზრდას ადგილი არ ქონია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაც შეეხება, ასევე აღდგა ხარისხის კონტროლის სამსახურები, რამაც ფინასური მატება გამოიწვია“, – აღნიშნა ხადურმა.

მისივე მტკიცებით, ხელფასები შემცირდა კულტურის სამინისტროში, პრემიები კი დამსახურების მიხედვით გაიცემა.

„ძალიან ბევრი საუბარია დღეს, კულტურის სამინისტროში რაღაც კოლოსალურ მატებაზე, აქ უბრალოდ არის ციფრებით მანიპულიერება. კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელფასები შემცირდა. რადგან იქ პრემიები დამსახურების მიხედვით გაიცემა და 14 ათასი ლარით შემცირდა, საუბარია მთლიანად შრომის ანაზღაურებაზე. ფინანსთა სამინისტროში ხელფასები შემცირდა 2 მლნ ლარით, ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე პროექტი დაიწყო და ამ მიმართულებით დაიწყო გაზრდა, ისიც მიზერულად. პარლამენტს აქვს გაზრდილი შრომის ანაზღაურება, მაგრამ ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პარლამენტის წევრებს ქუთაისში უწევთ ბინების დაქირავება. ბინის ქირაობას სახელმწიფო ახორციელებს და ეს შრომის ანაზღაურებაში ითვლება“, – განაცხადა ხადურმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა 2015 წელს 177 600 ლარის პრემია-დანამატი აიღეს

ოთარ დანელიას 2015 წელს პრემია არ აუღია

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურებამ 2015 წელს 4 716 238 ლარი შეადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრის 4 მრჩეველი ბიუჯეტს 9 თვეში 99 019 ლარი დაუჯდა

ნოდარ ჯავახიშვილს მინისტრობის პერიოდში პრემია ან დანამატი არ აუღია

განათლების მინისტრის მრჩეველთა ანაზღაურებამ 2015 წელს 35 020 ლარი შეადგინა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...